რეზონანსი
31.12.2019

31 დეკემბრის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზს პორტალი "ფორტუნა" ავრცელებს:

2019 წლის ბოლო დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული, შეუპოვარი და მიზანდასახული თხის რქის, მთვარე კი, ემოციური და მგრძნობიარე, ძლიერი ინტუიციის მქონე თევზების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

შეხვდით ახალ წლეს მხიარულად, თუმცა თავი შეიკავეთ ზედმეტი ალკოჰოლის მიღებისგან, რადგან სწორედ მთვარე თევზების ზოდიაქოს ნიშანში პროვოცირებს ალკოჰოლური თრობისას აგრესიის გამოვლენას, მით უფრო, რომ შავი მთვარეც ამავე ნიშანშია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სასმელის ზემოქმედებით ადამიანთა გაღიზიანებას, არაადეკვატურ მოქმედებას.

არაა გამორიცხული მთვარის ენერგიის მაცდუნებელი ლილიტის (შავ მთვარის) ენერგიასთან შერწყმამ, საკვებით ან სასმელით მოწამვლა გამოიწვიოს და უმიზეზოდ კამათის, უცნაური ახირებების მიზეზი გახდეს.

გაატარეთ ახალი წლის დღეები პოზიტიურად და სხვასაც შეუქმენით სადღესასწაულო განწყობა!

პოზიტიური და ნეგატიური დღე - სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და საქმევლმოქმედო საქმიანობისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×