რეზონანსი
31.12.2019

 სოციალურ ქსელში ანიტასთვის შემქნილ ჯგუფში, ოჯახის ახლობელი მარიამ ხუციშვილი ანიტას ჯანმთელობის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

გთავაზობთ სტატუსს:

46-ე საღამო მშვიდობისა!

ნიტას მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. შეშუპება შედარებით დამცხრალია, თუმცა მაღალი ტემპერატურა ისევ უგრძელდება.

მდგომარეობის გასაკონტროლებლად, ანიტას უტარდება გარკვეული კვლევები.

ექიმ ბალაკრიშნანის თქმით მისი მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი ისევ ანიტას ოჯახთან, ქალაქ ჩენაიში იმყოფება და ყოველდღიურად ეხმარება მათ.

ანიტელებო, მართლა ერთი ოჯახი გავხდით! თქვენი იმედი გვაქვს, თქვენი სიყვარულის, დადებითი ენერგიის, ლოცვის!

ამ ეტაპზე რამდენიმე დღიანი შუალედებით გამოვაქვეყნებთ შემაჯამებელ პოსტებს, რა თქმა უნდა, თუ რამე მნიშვნელოვანი მოხდება ამ ახალ ინფორმაციას პირველები გაიგებთ!

გვიყვარხართ, გვეიმედებით, თქვენი ერთიანობის იმედი გვაქვს 2020 წელსაც!"- წერს მარიამ ხუციშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×