რეზონანსი
03.01.2020

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ათენში ის თანამზრახველთან ერთად ერთ-ერთი ბინის ძარცვავდა. პოლიციის გამოჩენის შემდეგ კი გაქცევა სცადა, რა დროსაც შუშის კარი გატეხა და მძიმე დაზიანებები მიიღო. პოლიციამ ქართველების დაკავება კორპუსიდან 100 მეტრის მოშორებით შეძლო. ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთი მამაკაცი, რომელსაც ფეხი ჰქონდა დაზიანებული გარდაიცვალა. მეორე ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

საკონსულოს ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს, დაწყებულია გადასვენების პროცედურები. მეორე მძარცველი, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა, დაკავებულია.

"როგორც ვიცი მძარცველები მეზობლებმა დაინახეს და პოლიცია გამოიძახეს, გაქცევის მცდელობისას ერთი დააკავეს. ზუსტად რა მოხდა არ ვიცი მგონი დაჭრილიც იყო. მას გადაადგილება აღარ შეეძლო" - აცხადებს მეზობელი ქალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×