რეზონანსი
03.01.2020

ოზურგეთში, სოფელ მელექედურში მოკლული 80 წლის ქალის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ოჯახის ინფორმაციით, ცხედარს სახეზე დაზიანებების კვალი აღენიშნება და გაგუდულია.

მეზობლები პირად საუბრებში ეჭვმიტანილად ერთ-ერთ მეზობელს ასახელებენ, რომელიც წარსულში ასევე მეზობლის გაქურდვის ფაქტზე დაკავებული იყო. 

"თუ ვინმე ვნახეთ მაგის გამკეთებელი, ნამდვილად სახალხოდ უნდა დავხვრიტოთ. ერთ-ერთი ვერსიაა, რომ  მეზობელმა გააკეთა ეს. სიცოცხლეც შემძულდა უკვე, ეს როგორ უნდა იკადროს ადამიანმა," - განაცხადა "რუსთავი 2"-თან გარდაცვლილის მეზობელმა ლილი მარტიკოვმა.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით არის აღძრული. შსს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს. მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×