რეზონანსი
03.01.2020

სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობის წინ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს.

„ჩხარტიშვილი დაკავებლია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს-ში.

პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.მოძრაობა „შეცვალე“ გარემოვაჭრეებს, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადასვლაზე უარი განაცხადეს, სოლიდარობას უცხადებს. აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ იმ ტერიტორიაზე ცდილობდნენ მისვლას და პროტესტის გამოხატვას, სადაც რამდენიმე დღის წინ კარვები იყო გაშლილი, დღეს კი გასართობი სივრცეა მოწყობილი, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

„ადამიანი იდგა და აპროსტესტებდა. ის გამოირჩევა აქტიურობით, ჩატენეს მანქანაში და გაიყვანეს“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აიპიენი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×