რეზონანსი
04.01.2020

თამთა კოსტავა, რომელიც 2 იანვარს სახლიდან გავიდა და უამრავი ადამიანი ეძებდა, სახლში მშვიდობით დააბრუნეს. იგი დაახლოებით 2 კვირის წინ გამოწერეს საავამყოფოდან, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. 2 წლის წინ მერაბ კოსტავას ქალიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავდა და მის დაცვას სთხოვდა.

"თავის დროზე რეჟიმები გიჟებად აცხადებდნენ მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას. დასანანაია, რომ ასეთი მიდგომა დღევანდელ საქართველოში უკვე მათი შვილების მიმართ გრძელდება და ტრადიციად გადაიქცა!

მინდა, დიდი მადლობა გითხრათ ყველა იმ დახმარებისთვის, რაც თქვენ მე და ჩემს ოჯახს მატერიალურად აღმოგვჩინეთ, მაგრამ ამჯერად თქვენი თანადგომა არასათანადო ზემოქმედებისგან თავის დასაცავად მჭირდება. მეექვსე წელია საქართველოში ვარ და ცხოვრებას საგიჟეთში მატარებინებენ. გთხოვთ, დამეხმარეთ და აღკვეთეთ ჩემ მიმართ განუკითხავი მოპყრობა!” – წერდა თამთა კოსტავა ბიძინა ივანიშვილს.

თამთა კოსტავა წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა. ის მხატვარია და გამოფენებს ხშირად აწყობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×