რეზონანსი
04.01.2020

(რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში ვეძინის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცეცხლი გავრცელებულია იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის სასხვენო გადახურვაზე.

„ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ვეძინის ქუჩაზე მუშაობს ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×