რეზონანსი
04.01.2020

(რეზონანსი) 4 იანვრის დეტალურ ასტროლოგიურ პროგნოზს პორტალი "ფორტუნა" ავრცელებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე - სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, გადაუდებელი საქმეების შესასრულებლად, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებელად და ძველი ტრადიციების აღსადგენად, საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად და ხელმძღვანელებთან მოლაპარაკების გასამართად. არ ღირს ფინანსური ოპერაციების ჩატარება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა - გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ფარისებრ ჯირკვალს. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად, თუმცა არ ღირს სტომატოლოგთან ვიზიტის დაგეგმვა.

დღის ფერები და მინერალები - წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, მწვანე და ყავისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და აგატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები - პოზიტიური დღეა ლომისა და მერწყულისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ კუროს და კირჩხიბს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×