
ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ეხმიანება “მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტს მცხეთაში, “ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის საახალწლო შეკრების შესახებ.
“გუშინ რესტორან "მარანში", ნიკუტა გვარამიას სექტას ჰქონდა კორპორაციული ღრეობა. გუშინ საქართველოს არ შიოდა, რახან ნიკუტა იყო გამძღარი, მაგრამ დღეს “ქართულ ოცნებას”, იმავე რესტორანში რომ ჰქონდა შეკრება, მთელი “მთავარი არხი”-ს ზონდერ ჟურნალისტები გადასხა რესტორნის შესასვლელთან, როგორ თუ ბიძინა ივანიშვილი ახალ წელს აღნიშნავს, რა ექეიფებათ ხალხს შიაოო. თქვე მართლა ღორებო, როცა თქვენ ქეიფობთ, მაშინ ყველა გამაძღარია და სხვას თურმე ჭამაც ეკრძალება ხომ? აი, თქვენ საიდან გაქვთ რესტორნის ფულები ესაა საკითხავი და გამოსაკვლევი და თუ კიდევ გაქვთ რამე, რატომ არ აჭმევთ იმ მშიერ ბავშვებს. მთელი დღეა თქვენი საქათმე რომ ააკრიახეთ! კიდეც შევჭამთ, კიდეც დავლევთ, კიდეც ვიმხიარულებთ და კიდეც მოგიხნავთ იმ ერთ მუჭა სექტას პატრონებს, რომ არასდროს წამოყოთ თავი!” – წერს ნინო ჯღარკავა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე