
გუშინ 8 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, მწვავე ვირუსული ინფექციით, თბილისის პედიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში სამდღიანი მაღალი ცხელების ფონზე შეიყვანეს, ბავშვს სუნთქვის უკმარისობა და ყელის ტკივილიც აღენიშნებოდა. გარდაცვალების ზუსტ, მიზეზებს ექსპერტიზა ადგენს, თუმცა ექიმის განცხადებით, ლეტალური შედეგის მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა გახდა.
მომხდარ შემთხვევას უკვე სწავლობენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ეპიდემიოლოგები.
ვირუსული კვლევები ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ლეტალური შედეგი მძიმე ბაქტერიული პნევმონიის გამო დადგა. ცენტრის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ქვეყანაში ეპიდემიური აფეთქების საფრთხე არ არის.