
ტელეწამყვანი ნელი აგირბა მესამე შვილს ელოდება. „ბედობას გილოცავ საყვარელო" - ამ ტექსტით ჟურნალისტს საყვარელმა მამაკაცმა სოციალურ ქსელში ბედობა მიულოცა და ორსული ნელის ფოტო გამოაქვეყნა.
ჟურნალისტის ახალი რჩეული „ჩემი ცოლის დაქალების" ხმის ოპერატორი ეშტონ ლაღიძეა. ეშტონი წლების მანძილზე ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის" ერთ-ერთი წევრი გახლდათ და სერიალშიც თამაშობდა. ეშტონ ლაღიძე პარალელურად სერიალ „ჩცდ"-ს ხმის ოპერატორია.
შეგახსენებთ, რომ ნელი აგირბას პირველი ქმარი, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების" ცნობილი პერსონაჟის, შავლეგო მადლიანის შემსრულებელი ილო ბეროშვილი გალხდათ, წყვილს ორი საერთო შვილი, სესილია და ევა ჰყავს. მეორე ქორწინებაში ნელი ირაკლი ძიმისტარაშვილთან იმყოფებოდა, რომელიც ორი წლის წინ, ანტალიაში მოულოდნელად გარდაიცვალა. ირაკლის შვილი საჩოგბურთო ტურნირზე ჰყავდა წაყვანილი.


სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე