„ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა გაითვალისწილებს თუ არ გაითვალისწინებს, აპრატი მუშაობს იქ და ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მეტი ანლიზი გუკეთეს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე,პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საპატრიარქოს მიმართვის იგნორირებას და დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარის თქმას.
საქართველოს პრეზიდენტმა საშობაოდ დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობალაძ მიიჩნევს, რომ დეკანოზის შეწყალება-არშეწყალება პრეზიდენტ ზურაბიშვილის უფლებაა.
„ეს პრეზიდენტის პრეროგატივა და პრეზიდენტის უფლებაა. მან გადაწყვიტა შეეწყალებინა თუ არ შეეწყალებინა, მე სიმართლე გითხრათ, ციხისთვის არავინ მემტება. დანარჩენი ალბათ უფრო მეტი ხელშემხები იმათ აქვთ.
„მამალაძის არშეწყალება რამ გამოიწვია, არ ვიცი. მე ვარაუდებზე ვერ ვისაუბრებ. სინოდმა რეკომენდაციით მიმართა და ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა გაითვალისწილებს თუ არ გაითვლისწინებს, აპარატი მუშაობს იქ და ჩემის აზრით, გაცილებით უფრო მეტი ანლიზი გუკეთეს", - განაცხადა კობალაძემ.
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას მისი ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია ავრცელებს.