
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მორიგი შეხვედრა იანვარის თვეში გაიმართება. ოპოზიციონერი ლიდერი გიორგი ვაშაძე „რეზონანსთან“ საუბარისას არ აკონკრეტებს, რას აპირებს ოპოზიცია. ამბობს, რომ გეგმა აქვთ, თუმცა, ამ გეგმის შესახებ საზოგადოებისთვის დაახლოებით 7-10 დღეში გახდება ცნობილი, როდესაც ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა შედგება.
„ველოდებით ეუთოს დასკვნას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მანამდე ოპოზიციას შეხვდა გვექნება. სამოქმედო გეგმის შესახებ გარკვეული მოსაზრებები არსებობს და ამ ყველაფერს შევაჯამებთ. ვფიქრობ, (ეუთოს) დასკვნა ერთ კვირაში ან ათ დღეში იქნება,“ - ამბობს ვაშაძე.
მისივე ინფორმაციით, პარლამენტში ოპოზიციის ბოიკოტი გაგრძელდება და სხდომებს არც მომავალში დაესწრებიან:
„ბევრი რამ იგეგმება, გარდა პიკეტირებისა. ამ ყველაფერს უკვე მომავალი კვირის ბოლოს გავაცნობთ საზოგადოებას.
„ყველაფერს ვნახავთ, დაველოდოთ. გეგმა გვაქვს და წინასწარ არ ვსაუბრობთ-ხოლმე იმაზე, რის გაკეთებას ვაპირებთ.
„პარლამენტის სხდომებზე არ მგონია ოპოზიცია დაბრუნდეს. რა აზრი აქვს სხდომებზე დასწრებას?“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.
ცნობისათვის, ნოემბერის თვეში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცვლილებებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულ სისტემით უნდა ჩატარებულიყო.