ია აბულაშვილი
07.01.2020

 „ევროპის საბჭოს მინისტერიალი იმართება ევროპის საბჭოს ეგიდით და არა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით.  ამიტომ უარის თქმა ლავროვის ვიზიტზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სწორი არ იქნება“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტს საქართველოში.

ცნობისთვის, რადგანაც ამჟამად საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაა, მაისში დაგეგმილი ევროპის საბჭოს მინისტერიალი საქართვლოში გაიმართება.  სავარაუდოდ, ამ ღონისძიებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც დაესწრება.

„ევროპის საბჭოს მინისტერიალი იმართება ევროპის საბჭოს ეგიდით და არა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით. ანუ ამ შემთხვევაში საქართველო არის ტერიტორია, სადაც სხდომა იმართება. ამიტომ უარის თქმა ლავროვის ვიზიტზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სწორი არ იქნება. 

„თუ ჩვენ გვინდა, რომ უარი ვთქვათ ყველაფერზე, არ ვიცი, მაგრამ რუსეთი არის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა და მისი წარმომადგენელი სავარაუდოდ ამ ღონისძიებას დაესწრება. ჩვენ კი  უნდა შევასრულოთ ყველა ვალდებულება, რომელიც გვაკისრია.

„სხვა თემაა საზოგადოების პროტესტი, რომელიც ალბათ იქნება. სად - ვერ გეტყვით, ლავროვის სასტუმროსთან გაიმართება თუ სხვაგან, მაგრამ ეს პროტესტი უხურხულობას ნამდვილად ვერ შექმნის, რადგან ეს იქნება საზოგადოების პროტესტი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×