ია აბულაშვილი
07.01.2020

„მრჩეველის თანამდებობაზე დანიშვნას არ მგონია, რომ დიპლომატიური განათლება ან პარტიული ნიშნით შერჩევა სჭირდებოდეს. ეს ალბათ თავად საგარეო უწყების გადაწყვეტილებაა, რადგან დავით გომართელს კულტურის სფეროში რჩევების მიცემა არ გაუჭირდება“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე მომღერალ დავით გომართელის იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე დანიშვნას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, დავით გომართელს დიპლომატიური გამოცდილება აქვს - იგი 2005 წელს, სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, უწყებაში წამყვან პოზიციას იკავებდა; უწყების ცნობით, ამჯერად იტალიური კულტურის და იტალიური ენის ცოდნა იძლეობდა საშუალებას, რომ მას დაეკავებინა იტალიაში საქართველოს საელჩოში მჩევლის თანამდებობა კულტურის მიმართულებით.

„ეს ინფორმაცია პირველად თქვენგან გავიგე, „ოცნებაში“ ამაზე საუბარი არ ყოფილა. არ მგონია, რომ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე შეირჩა მისი კანდიდატურა. ალბათ თავად საგარეო უწყებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და კარგია, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ეძებენ ასეთ ადამიანებს, რომლებიც პოპულარულნი არიან როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.  

„რაც შეეხება დიპლომატიურ განათლებას, არ მგონია, რომ მრჩეველის თანამდებობას დიპლომატური განათლება სჭირდებოდეს. დავით გომართელი არის ნიჭიერი ხელოვანი და არ გაუჭირდება კულტურის სფეროში რჩევების მიცემა. დარწმუნებული ვარ, რომ იგი დიდ წვლილს შეიტანს ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლადო კახაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×