ია აბულაშვილი
07.01.2020

„მესამე ძალის ვარიანტი გულისხმობს, რომ ეს ძალა უნდა იყოს მომავალი პარლამენტის ცხოვრების განმსაზღვრელი. დღევანდელ პანორმაში ასეთი პერსპექტივა არ ჩანს“, - ასეთ პროგნოზს აკეთებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმდე პოლიტიკურ სცენაზე ახალი ძალის გამოჩენასთან დაკავშირებით.

„თუ დღევანდელ პანორმას გადავხედავთ, პოლიტიკურ სცენაზე არ ჩანს პერსპექტივა, რომ არჩევნემდე ახალი ძალა გამოჩნდეს. მესამე ძალის ვარიანტი გულისხმობს, რომ ეს ძალა უნდა იყოს მომავალი პარლამენტის ცხოვრების განმსაზღვრელი, ეს კი არ ჩანს, რადგან წამყვანი ოპოზიციური ძალა, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, დიდ შეცდომებს უშვებს და გაუჭირდება იმ ნიშნულის მიღწევაც, რაც აქამდე ჰქონდა. ვფიქრობ, რომ ვერ შეძლებს ხელი შეუშალოს „ქართულ ოცნებას“ აიღოს 50%. 

„ანუ, როცა წამაყვანი ოპოზიციური ძალა სუსტია, გადაწყვეტილების მიმღები რჩება ისევ სახელისუფლებო პარტია. რაც  შეეხება ახალ გაერთიანებას - „მემარჯვენეები“, „ლელო“ და „შენების მოძრაობა“ - მეეჭვება, რომ მესამე ძალა გახდეს, რადგან „რესპულიკელებს“ ბარიერის გადალახვა ყოველთვის უჭირდათ, ხაზარაძეს კი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×