რეზონანსი
08.01.2020

მსახიობი ანი ბებია ილო ბეროშვილისგან პირველ საერთო შვილს ელოდება. ამის შესახებ "მხოლოდ ქართულის" სატელევიზიო შოუდან გახდა ცნობილი.

ბეროშვილმა ორსულ მეუღლეს პირდაპირ ეთერში მუცელზე აკოცა და მაყურებელთან პირობა დადო, რომ "მხოლოდ ქართულის" ოცდამესამე სეზონზე მისი შვილი პროექტში მიიღებს მონაწილეობას.

ანიმ და ილომ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნო, ანი ერთ-ერთ რადიოში გადაცემის სტუმარი იყო, რომლის თანაწამყვანიც ილო ბეროშვილი გახლდათ.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×