"მთავარი ნაკლი ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების ისევ და ისევ მისი პოლიტიკური უნიათობაა, არადა ყველაფერი აქვთ საიმისოდ, რომ სანამ გვიან არ არის ხალხის ნდობა დაიბრუნონ და დამნაშავეებს კანონიერი პასუხი აგებინონ. თუ სახელმწიფოს მცირეოდენი ნიშნები გაგვაჩნია და მთლად წყალწაღებული არ ვართ, უნდა იგრძნოს ქვეყანამ, რომ მას პატრონი ჰყავს" - აცხადებს შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე რევაზ მიშველაძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გაესაუბრა.
"რეზონანსი": პოლიტოლოგთა შეფასებით, 2019 წელი ყველაზე რთული იყო როგორც ქვეყნსითვის ისე ხელისუფთლებისთვის; თქვენ როგორ შეაფასებდით განვლილ წელს და შეძლო თუ არა ხელისუფლებამ ამ გამოწვევებს გამკლავებოდა?
რევაზ მიშველაძე: მხოლოდ ერთი წლის შეფასებით რა თქმა უნდა ვერ შემოვიფარგლებით, რადგან თავი და თავი შეცდომათა იმ წყებისა, რომელიც დაუშვა ხელისუფლებამ, "ოცნებას" თავს მოახვიეს თუ თვითონ მოიხვია თავზე, გახლავთ მსფოლიოში ჯერ არგაგონილი პრაქტიკა - ე.წ. კოჰაბიტაცია. დამნაშავე "ნაცმოძრაობას" პასუხი არ აგებინეს იმ გაუგონარი საქვეყნო ღალატისთვის, რაც ამ პარტიამ ჩაიდინა ხელისუფლებაში 9 წლის მანძილზე ყოფნის დროს. ხალხი, ამომრჩეველი, თითქმის იმედდაკარგული საქართველო, ნდობის თვალით შეხვდა მოსალოდნელ ცვლილებებს, რაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო ქართულ პოლიტიკაში და მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას" არჩევნებში. მაგრამ იმთავითვე ცხადი გახდა, რომ ხელისუფლება არ აპირებდა პასუხი მოეთხოვა არც დამნაშავე პრეზიდენტისთვის და არც მისი რაზმისთვის. მისცა მას სრულიად აუხსნელი თავისუფლება. ჯერ იყო და სააკაშვილს თვითნებობის ვადა ხელოვნურად გაუგრძელეს, რომელიც ებღაუჭებოდა ჟამკარარეული პოლიტიკით ძალაუფლებას.
დამნაშავეთა მიმართ ზომების არ მიღება ნიშნავდა ქონება წართმეული და ცხოვრებარეული ადამიანების მიმართ გამოსარჩლებაზე უარის თქმას. ნიშნავდა სააკაშვილის მიერ დაწყებული სრულიად დანაშაულებრივი რეთფორმების შეუჩერებლობას და ა.შ. უპირველეს ყოფლისა დარტმყა მიიღო "ნაციონალების" მიერ ეროვნულმა ფენომენმა, რაც ჩემი ყურადღების საგანი იყო იმთავითვე. მოხდა ის, რომ სააკაშვილის მიერ დარბეული უმაღლეს სასწავლებელები და პირველ რიგში ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტეტი, ისეა მუხლებზე დაჩოქილი, რომ ჯავახიშვილის სახელობსი თბილისის უნივერსიტეტად აღარ მოიხსენიებენ. უნივერისტეტიდან უსამართლოდ განდევნილი 527 პროფესორი, რომელებიც გულისფანცქალით ელოდა დაბრუნებას სამუშაო ადგილებზე, "ქართულმა ოცნებამ" ეს ჯიუტად არ გააკეთა და უფრო მეტიც ჯავახიშივლის უნივერსიტეტში მოკალათებული "ნაცმოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები დღესაც ამინდს ქმნიან საქართველოს დედა უნივერსიტეტეში.
"ქართულმა ოცნებამ" ზურგი შეაფქცია საქართველოს ეროვნულ აკადემიას. არ აღადგინა ამ აკადემიის პრესტიჟი და ავტორიტეტი. სააკაშვილის მიერ წართმეული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები არ დაუბრუნა აკადემიას და საქართველოს სიამაყე ჩვენი მეცნიერების ფლაგმანი საქართველოს ეროვნული აკადემია დღეს სულს ღაფავს. დანაშაულთა ჯაჭვის ერთი რგოლი იყო სააკაშვილის შეტევა საქართველოს მწერალთა კავშირზე. მე როგორც მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაშინაც და ახლაც მოკრძალებით ვთხოვდი ბიძინა ივანიშვილს ჩვენთვის დაებრუნებინა მწერალთა სასახლე (მაჩაბლის 13). ბატონი ბიძინა გვპირდებოდა, რომ სამართლიანობა აღდგებოდა, მაგრამ გავიდა 7 წელი და საქართველოს მწერალთა კავშირი ისევ ქუჩაშია. სააკაშვილმა როდესაც შური იძია ქართულ მწერლობაზე გალაკტიონის, გამსახურდიას, ლეონიძის და სხვათა პირადი მემორიალური ნივთები ზონდერბრიგადების დახმარებით 2006 წელის 21 აგვისტოს ქუჩაში გამოყარა. ე.წ. მწერლის სახლს დირექტორად დაუნიშნა "ნაციონალების" მომხრე და მისი ერთგული ნატაშა ლომოური, რომელსაც არნიარი კავშირი მწერლობასთან არ გააჩნია. 2019 წელის ივნისში განათლების მინისტრმა ბატიაშვილმა ლომოური გაანთავისუფლა როგორც ლიტერატურის სამსხურისთვის სრულიად შეფერებელი პიროვნება. გვეგონა, რომ ეს იყო "ოცნების" ხელისუფლებს მიერ გადაგმული ნაბიჯი ჩვენი 7-წლიანი ტანჯვის შესამსუბუქებლად. მაგრამ 3 თვის მოხსნილი ნატაშა ლომუორი ხელმეორედ დანიშნეს მწერალთა სახლის დირექტორად, მინისტრი ბატიაშვილი კი როგორ გაბედე და ხელი ახლეო თვითონ დაისაჯა და მინისტრობიდან მოხსნეს.
ვინმე გიორგი კვირიკაშვილმა უარი თქვა შოთა რუსთაველის უკვე მომზადებულ 850 წლის იუბილეზე, რომელიც დანაშაულია არ მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურის მიმართ. 1937 წელს ბერიამ ჩაატარა რუსთაველის 750 წლისთავი. 1966 წელს ირაკლი აბაშიძემ და ვასილ მჟვანაძემ 800 წლისთავი. ჩვენმა ხელისუფლებამ კვირკაშვილის მსუბუქი ხელით შეგნებულად ჩაშალა რუსთაველის 850 წლის იუბილე. ასეთი რამეები ხდება დღეს უკვე დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში. მაგრამ უნდა აღინიშნოს ის სასიკეთო საქმეებიც, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს გასამართავად მისი საკუთარი ჯიბიდან. ქართული კულტურული ძეგლების, თეატრების, ეკლესია-მონასტრების აღდგენა განახლებისთვის, აღარაფერი რომ არ ვთქვათ ქუთაისში იმ დიდი სასწალვო ცენტრის მშენბლობაზე, კურორტ წყალტუბოს და აბასთუმნის განახლებაზე.
"რ": ყველაზე ხმაურიანი 2019 წელს იყო მოსამართლთა არჩევა და 20 ივნისის მოვლენები, რაც ხელისუფლებისთვის გამოუსწორებელ შეცდომად შეფასდა...
რ.მ: უნიათობა დღესაც გრძელდება და სრულიად გაუგონარი ნონსენსი გახლდათ მოსამართლეთა არჩევნები, რამაც ბევრ ქართველს გული გაუტეხა მოსალოდნელ სასიკეთო რეფორმებზე. მე არ ვიცი, რითი ხელმძღვანელობდა ჩვენი ხელისუფლება, როცა სააკაშვილის დროინდელი და მისი ღიად თუ ფარულად მხარდამჭერი მოსამართლეები ახლა მუდმივად აირჩია. სრული პასუხისმგებლობთი ვაცხადებ, რომ "ნაციონალების" დამნაშვე წევრები კვლავ სხედან საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ხელისუფლება ამას ვერ გრძნობს, რადგან მათ მიმართ ისინი ლოალურნი არიან, მაგრამ არის უამრავი მაგალითი, რომ სამართლებრივი უწყებების წარმომადგენლები კვლავ მიმართავენ შურისძიებას გულმხურვალე "ოცნების" წარმომადგენლების მიმართ. სანამ საბოლოოდ არ შევცვლით სახელმწიფოს წინაშე დამნაშავე "ნაციონალების" პარპაშს საქართველოში, ჩვენი საშველი არ იქნება.
რაც შეეხება 20 ივნისის მოვლენებს, რატომღაც ჩვენმა პოლიტიკოსებმა დღემდე ჯეროვნად ვერ შეაფასეს. მკითხველს კი პიტნასავით სჩრიან ცხვირში ტენდენციურ შეფასებას, აქაოდა ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიაო. მე თვითონ ვიყავი პარლამენტის წევრი, როდესაც 2003 წლის 22 ნოემბერს სააკაშვილის მეთაურობის დამნაშავე რაზმი შემოვარდა პარლამენტში გარეკა პარლამენტი და აიძულა პრეზიდენტი გადამდგარიყო. ეს გახლდათ ხელისუფლების მიატცება ყაჩაღური გზით. კანონიერი პარლამენტისა და მთავრობის განდევნის გამო მსოფლიომ სააკაშვილის ამზე პასუხი არ აგებინა, პირიქით დემოკრატიის ვარსკვლავბიჭუნა უწოდა და ეს შაურაცხადი კაცი 9 წლის მანძილზე დანაშაულებრივად პარპაშებდა საქართველოში.
მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, 2019 წლის 20 ივნისს "ნაცმოძრაობა" იგივე სცენარით აპირებდა ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. გიორგი გახარიას რომ უფლება მიეცა, საქართველოში კვლავ გათამაშდებოდა საზარელი სცენარი და ვინ იცის ახლა უკვე რამდენი წლით ისევ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში "ნაცები". ეტყობა ჩვენ ხელისუფლებს ბუდოვანი წარმოდგენა აქვს დემოკრატიაზე, რამდენიმე თავზეხელაღებული "ნაციონალი" ხელისუფლების წარმომადგნლებს ღია ეთერით მსოფლიოს თვალწინ საქმიანდ კი არ აკრიტიკებს, დედას აგინებს; ჩვენი ხელისუფლება კი იმასაც ვერ ბედავს რომ დამნაშავებს პასუხი აგებინოს. ჩვენი ხელისუფლების მთავარი ნაკლი ისევ და ისევ მისი პოლიტიკური უნიათობაა, არადა ჩემს მეგობრებს ყველაფერი აქვთ საიმისოდ, სანამ გვიანი არ არის ხალხის ნდობა ისევ დაიბრუნონო. თუ სახელმწიფოს მცირეოდენი ნიშნები გაგვაჩნია და მთლად წყალწაღებულები არ ვართ, უნდა იგრძნოს ქვეყანამ, რომ მას პატრონი ჰყავს.