
ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, სოციალური ქსელში, მეგი გოცირიძეს პასუხობს:
რადგან არ ჩერდებით ნაცებო და ისევ გაგახსენდით, იმედია შავ სიაშიც გეყოლებით შეტანილი და გულს არ დამწყვეტთ, ქალის არამსგავს, მეგი გოცირიძეს მინდა ვუპასუხო, თუმცა ჩემი თავის მრცხვენია რომ მაგას თავს ვუყადრებ. მაგ სიმართლით იარე შენ და შენმა მოდგმამ , შე სამარცხვინო დედაკაცო. პირი გამოირეცხე, ჩემი და ჩემი შვილის სახელს როცა ახსენებ. ბოროტებას და ტყუილების მოგონებასაც აქვს საზღვარი. უფლის გეშინოდეს.
ცნობისთვის- მეგი გოცირიძემ დღეს ია მეტრეველი დაადანაშაულა. "ია მეტრეველმა პოლიტპატიმართა სიაში შეიყვანა ძებნილი ლევან ფხაკაძე, სანაცვლოდ ბინა იჩუქა" - დაწერა სოციალურ ქსელში ენმ-ს წევრმა მეგი გოცირიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე