გახმაურდა დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირების დეტალლები. შეგახსენებთ, რომ ამ დაპირისპირებას ახალგაზრდა კაცის მურად წურწუმიას გარდაცვალება მოჰყვა. ამჟამად საქმეზე უკვე დაკავებულია ორი პირი რომელთაგანაც ერთი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელია, ხოლო მეორე კი ერთ-ერთი კერძო კომპანიის დისტრიბუტორი.
გარდაცვლილის ძმა დიმიტრი წურწუმია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მისი ძმა 15 საათის განმავლობაში დაკარგული იყო და საავადმყოფოში მხოლოდ დილით შეიყვანეს. სად იყო ამდენი ხნის განმავლობაში მისი ძმა ან რას ელოდებოდა დაკავებული ფოფხაძე, სასწრაფო დახმარება დროზე რატომ არ აღმოუჩინა? ნაცემი ბიჭი საავადმყოფოში საკუთარი ფეხით ვერ მივიდოდა, ექიმის თქმით, იგი სიარულს კი არა თავის წამოწევასაც ვერ შეძლებდა: „როცა მივიდნენ საფლავზე, იდგა მანქანა დაქოქილი, გათბობა ჩართული, ოღონდ კაციშვილი არ იჯდა. მანქანაში ჩასხდნენ, გაწიეს სადღაც 10-15 მეტრი და უკვე რომ მოვიდნენ აზრზე, რომ სხვისი მანქანა იყო, გააჩერეს და გადმოვიდნენ. ძალიან ნასვამები იყვნენ. ისინი საკუთარ ქცევას ვერ აკონტროლებდნენ. თუმცა, რომც გაეტაცებინათ, ან მცდელობა ჰქონოდათ, ეს კაი კაცი კანონდამცველი ხომ თავად იყო. პოლიცია გამოეძახა და წაეყვანათ, არ გვერჩივნა მასაც და ჩვენც?
ჩემს მეორე ძმას (მუხრან ჩხვირკიას) თავის ტრავმა აქვს მიღებული და ბევრს ვერაფერს იხსენებს. უჭირს საუბარი და ემოციურადაც მძიმე მდგომარეობაშია. რასაც ყვება ეს არის, ჩვენც ბევრი არაფერ ვიცით, - აცახდებს დიმიტრი წურწუმია „რეზონანსთან".
მისივე თქმით, მის გარდაცვლილ ძმას კისერი აქვს გადამტვრეული, ასევე აქვს სხეულზე სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები.
ბრალდებულის ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა ოჯახის ვერსიას - რომ გარდაცვლილი მურად წურწუმია ნაწამებია - კატეგორიულად გამორიცხავს. „რეზონანსთან" საუბარში იმ დეტალებს ყვება, რომელიც მას დაკავებულმა სპეცრაზმელმა ზურაბ ფოფხაძემ მოუყვა. ადვოკატი ამბობს, რომ ფოფხაძე მეგობართან ერთად სასაფლაოზე იყო, ხოლო ავტომობილი ჩარულ მდგომარეობაში ღია დატოვეს. უკან მალევე მობრუნდნენ და დაინახეს, რომ მათ ავტომობილში ორი უცხო პირი იჯდა და მის წაყვანას ცდილობდა.
ბრალდებულმა მათ მოუწდათ, რომ ავტომობლიდან გადმოსულიყვნენ, თუმცა მათ მანქანა ადგილიდან მაინც დაძრეს და სასაფლაოს ქვას დაეჯახნენ. ამის შემდეგ ფოფხაძე მიდის მძღოლის მხარეს, სადაც გარდაცვლილი იჯდა მის გადმოყვანას შეეცადა, მან კი დედა შეაგინა, რომელიც თვენახევრის წინ გარდაეცვალა. ამაზე გაბრაზებულმა ფოფხაძემ ის მანქანიდან გადმოიყვანა და მათ შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. ამ დროს მას ზურგზე მისი ძმა მოახტა და სამივე დაბლა გაგორდა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ კისრის მოტეხილობა უზომოდ მთვრალმა გარდაცვლილმა ამ დროს მიიღო.
ამ ჩხუბის გაშველებას კი ფოფხაძის თანმხლები პირი ცდილობდა. ის ჩხუბში როგორც გამშველებელი ისეა წარმოდგენილი, როდესაც ფოფხაძემ გარდაცვლილის ძმა მოიშორა ზურგიდან და ის გაიქცა, დაინახა, რომ დაბლა მწოლარე მურად წურწუმია უგონოდ იყო. მან იფიქრა, რომ ალბათ რადგანაც ძალიან ნასვამი იყო ამიტომ გაითიშა. სისხლი მობანეს და ამ მეგობრის სახლში წაიყვანეს, რომელიც მარტო ცხოვრობს. ასე ღამის 12 საათისთვის ის სახლში მიიყვანეს.
სასწრაფოში ფოფხაძის მეგობარმა დარეკა. ამ ყველაფერს სასწრაფოს თანამშრომებიც ადასტურებენ. ასევე არის ამოღებული ნარეკები, სასწრაფოში ვინ დარეკა. რაც შეეხება იმას, რომ მიცვალებული შიშველი იყო. ბრალდებული აცხადებს, რომ ის ჩხუბის დროს ტანზევით შიშველი იყო და არაფერი ეცვა. პირიქით, მან თავისი კურტკა ჩააცვა. რაც შეეხება დაზიანებებს, ეს ექსპერტიზამ უნდა დადგინოს, როგორ და რა ვითარებაში მიიღო. თვალთან დაკავშირებით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არაფერი უხსენებია. ნაცემი ფოფხაძეც არის, დაზიანებები მასაც აღენიშნება", - აცხადებს ადვოკატი „რეზონანსთან" საუბრისას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ექიმი მ.გ. თვალის გუგების დაზიანებას არ ადასტურებს.
მომხდარის თვითმხილველი მხოლოდ 4 ადამიანია, აქედან ერთი გარდაცვლილია. ორივე მხარე მომხდარს სხვადასხვაგვარად ყვება. თუმცა სხვის მანქანაში ჩაჯდომის ფაქტს სადაოდ არც მოკლულის მხარე ხდის.
პროკურატურის ინფორმაციით, 2 იანვრის ღამით, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე ფიზიკური დაპირისპირების დროს, შსს-ს თანამშრომელმა ზურაბ ფოფხაძემ მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინციდენტისას ადგილზე იმყოფებოდა მურად წურწუმიას ძმაც, რომელმაც დაპირისპირებისას დაზიანებები მიიღო. ამ დროისთვის უკვე დაკავებულია ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი, ფოფხაძის თანმხლები ვახტანგ ბურძენაძე. გარდაცვლილის ძმა ვერ იხსენებს, რის გამო დაიწყო ჩხუბი, თუმცა ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ ფიზიკურ დაპირპირებაში ორი პირი მონაწილეობდა. ოჯახი სპეცრაზმელთან ერთად ვახტანგ ბურძენაძის დაკავებასაც ითხოვდა.
ზურა ფოფხაძეს ბრალი წარედგენა სსკ 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ამ სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეზე, სადაც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელია დაკავებული, კომენტარი გააკეთა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუსტ სტატისტიკას აწარმოებს: „მადლობა ღმერთს დანაშაულებები და მძიმე დანაშაულებები შემცირებულია და არ შეიძლება ეს კონკრეტული დანაშაული სისტემურ ხარვეზად განვიხილოთ“ - განაცხადა მან.