რეზონანსი
09.01.2020

(რეზონანსი) „ამ ქვეყანაში სამართლიანობის ნაკლებობაა, რაც სუბიექტურობის, უსამართლო განსჯის ბრალია", - ამის შესახებ ფეისბუქზე მამა პეტრე კოლხი წერს.

„ამ ქვეყანაში ადამიანობის ნაკლებობაა. ეს კი აღზრდის, მენტალობის ბრალია. ამ ქვეყანაში სიყვარულის ნაკლებობაა. ეს დაუნდობლობის, აგრესიის, სიძულვილის ბრალია. ამ ქვეყანაში სამართლიანობის ნაკლებობაა, რაც სუბიექტურობის, უსამართლო განსჯის ბრალია. ამ ქვეყანაში ტაძრების სიმრავლე, მაგრამ რწმენის ნაკლებობაა... ეს ფარისევლობის, ცრურწმენის, ღმერთით ვაჭრობის ბრალია.

ამ ქვეყანაში პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, რაც ნეპოტიზმის, ჩაწყობის, უსირცხვილობის ბრალია. ამ ქვეყანაში სინათლის ნაკლებობაა, რაც უინტელექტობის, გაუნათლებლობის, უწიგნურობის, სიბნელის ბრალია. ამ ქვეყანაში...", - წერს პეტრე კოლხი ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×