რეზონანსი
09.01.2020

(რეზონანსი) ახლა ზუსტად ის სასწაული გვჭირდება, რომელმაც ანიტა ავსტრიიდან ინდოეთამდე მშვიდობიანად გადააფრინა - ამის შესახებ 2 წლის ანიტა ფაცაციას ოჯახის წევრმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ანიტას მდგომარეობა მძიმეა. მას დღეს სიცხემ 39,5 გრადუსამდე აუწია. ექიმები ანთების ჩაცხრომის შემდეგ ხელოვნური გულის ჩანერგვას გეგმავენ.

„ახლა ზუსტად ის სასწაული გვჭირდება, რომელმაც ანიტა ავსტრიიდან ინდოეთამდე მშვიდობიანად გადააფრინა!

რთული ღამის შემდეგ, ჩვენი გოგო რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ამჟამად მშობლებს და ბებიას არ აქვთ ტელეფონზე დალაპარაკების საშუალება, ამიტომ ჩვენც ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს.

ერთდერთი რაც შეგვიძლია გითხრათ, ანიტას ტემპერატურა 39.5 -მდე აეწია, ექიმები ებრძვიან პნევმონიას, წინასწარი ვარაუდით, როგორც კი ანთება ჩაცხრება ექიმები აპირებენ ე.წ. ხელოვნური გულის ჩანერგვას.

გვინდა გადმოგცეთ მარიკოსგან ის, რომ ანიტას ახლა მთელი საქართველოს გაერთიანება, ლოცვა და პოზიტიური ენერგია სჭირდება!" - წერენ ოჯახის წევრები.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×