
ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ინვესტორები მთავრობისგან კომფორტის შექმნას ითხოვდნენო.
ეს რომელიმე მინისტრმა კი არა, კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა თქვა დღეს.
ახლა ვიკითხოთ, - რას გულისხმობს ეს კომფორტი?!
რას და, სახელმწიფო გარანტიებს, რომ ინვესტირებული თანხები რისკებისგან დაცული ყოფილიყო სახელმწიფო ბიუჯეტით, ანუ ჩვენი, თითოეული გადასახადის გადამხდელის გარანტიით!
კიდევ ერთხელ ვკითხულობ:
- რატომ უნდა დავუდგე ინვესტორებს გარანტად მე, გადასახადის გადამხდელი, თუკი მოგების წილში ხაზარაძე-ჯაფარიძე იქნებოდნენ, მე კი წაგების წილში უნდა ვყოფილიყავი?!
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს, მაგრამ არა აფიორებით, არამედ რეალურად, ისე, რომ ბიუჯეტი კი არ დაზარალდეს, არამედ შეივსოს!
P.S. კონტინენტის გადახერხვას რომ დაგეგმავთ, მეც გამაგებინეთ, დიდ ბირდაბირს მოგაშველებთ!" - წერს მძინარაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე