
(რეზონანსი) მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიის ბევრ რეგიონში ხანძარი კვლავ მძვინვარებს, სამხრეთ უელსის ცენტრალურ სანაპიროზე მყოფმა ორმა ფოტოგრაფმა ქვეყანას დაუმტკიცა და იმედი მისცა, რომ მცენარეებს სიცოცხლე კვლავ უბრუნდებათ.
„წელს შობა საკმაოდ მოსაწყენი იყო, რადგან ძნელია აღნიშვნა, როდესაც ამდენი სიცოცხლე დაიკარგა", - ამბობს მერი ვურვინდი.
ფოტოგრაფი ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც ფოტოებიფეისბუქზე განათავსეს, იწერებოდა ცინიკური კომენტარები და ამბობდნენ, რომ ეს იყო თაღლითური და ფოტოშოპში დამუშავებული ფოტოები.
ზოგიერთმა ტერიტორიამ შეძლო გამოჯანმრთელება - ზოგი კი სამწუხაროდ, კვლავ ცეცხლშია გახვეული. ბუნება შეტყობინებას გვიგზავნის, რომ იმედი გქვონდეს ასეთი დამანგრეველი მოვლენის შემდეგ", - ამბობს ფოტოგრაფი.




სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე