ელზა პაპოშვილი
10.01.2020

ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ახლა რა პროცესებიც აფხაზეთში ვითარდება, საკმაოდ მოულოდნელი და უცნაურია. მისი თქმით, სასამართლომ ოპოზიციისგან მოულოდნელადაც კი მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და არჩევნებთან დაკავშირებით საქმე წარმოებაში მიიღო, თუმცა სხდომა რამდენიმე თვის შემდეგ ჩაინიშნა. 

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ აფხაზეთში პროცესი მინელდა, თუმცა სრულიად მოულოდნელად სიტუაცია ისევ აფეთქდა და ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას წინააღმდეგ მომიტინგეებმა  შტურმი დაიწყეს. მისი თქმით, როგორც ხაჯიმბა ასევე მეორე კანდიდატი კვიცინია, ორივე რუსეთისთვის მისაღები ფგურები არიან. თუმცა კრემლი ყოველთვის ცდილობს, რომ მისთვის მაინც ყველაზე ერთგული და სანდო პირი შეარჩიოს. 

„ახლა ორივე მხარე რუსეთისთვის თამაშობს. ოპოზიციაც და ე.წ. ხელისუფლებაც რუსეთს უმტკიცებს რომ ყველაზე კარგები ისინი არიან. აქ ახლა ბრძოლა იმისთვის მიდის, კრემლს თავს ვინ უფრო მოაწონებს. გვახსოვს ალბათ, რომ პუტინმა ხაჯიმბას პრეზიდენტობა მიულოცა, ამიტომაც აფხაზეთში რაღაცა პერიოდის განმავლობაში სიტუაცია ჩაწყნარდა, თუმცა ახლა ყველასთვის მოულოდნელად ისევ აფეთქდა. ხაჯიმბა იმდენად არის კორუფციაში ჩაფლული და კრიმინალებთან თანამშრომლობაში ჩაძირული, რომ მოსახლეობას მისი მმართველობა აღარ უნდა. რა თქმა უნდა,  ორივე კანდიდატი რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობს.

იქ ანტირუსული ძალა არ არსებობს, მაგრამ კრემლისთვის ასეთ სიტუაციაში მთავარია ხოლმე ერთგულებით ვის უფრო აფასებს,  მაგრამ თუ კი ამის გამო აფხაზეთში სიტუაცია აირევა, მას ეს უკვე აღარ აწყობს. ამიტომაც მოვლენების  განვითარებას დაელოდებიან. წესით პროცესები ერთ კვირაში უკვე უნდა დასრულდეს. კვიცინიას უკან დგას ბჟანია, რომელიც აფხაზეთში  ავტორიტეტით სარგებლობს. ის ახლა რუსეთთან კავშირზე იმყოფება და რა შუქსაც იქიდან აუნთებენ, მომინტიგეებსაც იმას მოუწოდებენ. ვნახოთ, თუ კი ის აქციის  მონაწილეებს ეტყვის, რომ სასამართლოს დაელდონ, ასეც იქნება. თუმცა თუ მოსკოვიდან თანხმობას მიიღებენ, მაშინ ხაჯიმბას დაამხობენ“, - აცახდებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×