რეზონანსი
10.01.2020

(რეზონანსი) ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში სამარშრუტო ტაქსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოში განუცხადეს, ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება. მას ქალა-ტვინის ღია ტრავმა აღენიშნება.

რაც შეეხება დანარჩენებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ზედაპირული დაზიანებები აქვთ.

სამარშრუტო ტაქსიში 18-მდე მგზავრი იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი დაშვებული საბურავი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×