ია აბულაშვილი
10.01.2020

 "პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკადრო საკითხებს ვერ განვიხილავთ იმ მიზეზით, რომ ეს საკითხი ჯერ მთავრობიდან უნდა შემოვიდეს. ეს თემა გაზვიადებული და ჭორის დონეზეა, რადგან ოფიციალურ წრეებში სამთავრობო ცვლილებები საერთოდ არ განიხილება" - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი პარლამენტის გადაწყვტილებას რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.

პარლამენტში საგაზაფხკლო სესია, რომელიც 4 თებრვალს გაიხსნება, პარლამენტის გადაწვეტილებით 17 იანვარს უნდა ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა; ბიურომ უკვე მიმართა პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით.

"ჯერ კიდევ 30 დეკემბერს იგეგმებოდა რიგგარეშე სხდომის მოწვევა, მაგრამ გადაიდო. 17 იანვარს ჩანიშნულია რომ გაიმართოს სხდომა, მაგრამ რა საკითხები განიხილება, არ ვიცი, რადგან ბიუროს არ ვესწრებოდი. რაც შეეხება ინფორმაციას მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, საკადრო საკითხებს პარალმენტი ვერ განიხილავს იმ მიზეზით, რომ ეს საკითხი მთავრობიდან უნდა შემოვიდეს. ჩემი აზრით, ეს თემა გაზვიადებული და ჭორის დონეზეა, რადგან ოფიციალურ წრეებში ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. რაც შეეხება პრემირის გადადგომას, არა მგონია, რომ ასეთი ცვლილება იგეგმებოდეს. ისე, კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ, ვთხოვე ბიძინა ივანიშვილს აეღო პასუხისმგებლობა, მაგრამ უარი მითხრა," - განაცხადა "რეზონანსთან" რევაზ არველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×