რეზონანსი
11.01.2020

ნინო ჩხეიძემ შობის ბრწყინვალე დღესასწაული ქართველ სელებრითებთან ერთად აღნიშნა

პოპულარულმა მომღერალმა ნინო ჩხეიძემ ახალი წელი მონაკოში ქმართან და ქალიშვილთან ერთად აღნიშნა. 2013 წლიდან დღემდე ნინო ჩხეიძე და მისი მეუღლე ერთმანეთს საზღვარგარეთ ხვდებიან. შემსრულებლის პროდიუსერი მისი ბიზნესმენი მეუღლე გიორგი კორახაშვილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ნინოს გასტროლებს ხელმძღვანელობს. ახალ წელს ოჯახი მონაკოში, კერძოდ მონტე-კარლოში გაერთიანდა. აქ ნინომ თაყვანისმცემლებს ულამაზესი საღამო აჩუქა.

თბილისში დაბრუნების შემდეგ, შობის ღამე კოლეგებთან და ცნობილ ქართველებთან ერთად საგურამოში აშენებულ ულამაზეს სახლში გაატარა. მის საზაფხულო სახლში ცნობილი ქართველები - ნოე სულაბერიძე, ანრი ჯოხაძე, ჯანეტ ქერდიყოშვილი, სალომე ღვინიაშვილი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი გიორგი გასვიანი, ირაკლი მაქაცარია იყვნენ. გარდა ამისა, ნინო ჩხეიძემ სახლში „ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალი ჟიურის წევრი ფლამენკოს მეფე - ხოაკინ კორტესი მიიწვია. მას თან ულამაზესი ცოლ-შვილი ახლდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×