რეზონანსი
11.01.2020

ინდოეთში, კარნატაკას შტატში ქალი თავისი დაკრძალვის დღეს გონს მოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hindu ავრცელებს.

55 წლის მალათი ჩუგულე ქალაქ ბელგაუმის ერთ-ერთ კერძო საავადმყოფოში ძლიერი ცხელებით გადაიყვანეს. კლინიკაში მან გონება დაკარგა, ექიმებმა კი რამდენიმე საათში მისი გარდაცვალება დაადგინეს.

ქალის ნათესავებმა სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადაიხადეს, ცხედარი კი მალათი ჩუგულეს მშობლიურ სოფელში გადაასვენეს. როდესაც ჩუგულეს სახლთან მისი მეგობრები და ნათესავები შეიკრიბნენ და დაკრძალვის ცერემონიისთვის მზადება დაიწყეს, ქალი გონს მოვიდა და წამოდგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×