რეზონანსი
12.01.2020

(რეზონანსი) ირანის ისტორიაში ოლიმპიური თამაშების ერთადერთმა ქალმა მედალოსანმა, ტაეკვონდოს 21 წლის მებრძოლმა კიმია ალიზადემ ქვეყანა პოლიტიკური ვითარების გამო დატოვა. ამის შესახებ ალიზადე Instagram-ზე წერს.

„ირანში მილიონობით დაჩაგრული ქალია და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. იქ მგზავნიდნენ, სადაც სურდათ. იმას ვიცვამდი, რასაც ისინი მიბრძანებდნენ. მათ ყოველ წინადადებას ვიმეორებდი, ისინი კი მიყენებდნენ, როცა ვჭირდებოდი. ირანის ხელისუფლებაში ჩემი მიღწევები უხაროდათ და, ამავდროულად, ტაეკვონდოს აკრიტიკებდნენ", - წერს ალიზადე.

როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, სპორტსმენი საცხოვრებლად ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში გაემგზავრა. ირანული საინფორმაციო სააგენტო ISNA-ს ცნობით, ალიზადე ნიდერლანდების სახელით იასპარეზებს.

2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე კიმია ალიზადემ ტაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ირანის ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ოლიმპიური მედალოსანი ქალი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×