რეზონანსი
12.01.2020

(რეზონანსი) ასობით ადამიანი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის აგარაკთან შეიკრიბა და რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობას შეიარაღებული სამართალდამცველები იცავენ. მანამდე ხაჯიმბამ ოპოზიციის ლიდერთან ასლან ბჟანიასთან მოლაპარაკებები გამართა და პირობა დადო, რომ გადაგომის შესახებ გადაწყვეტილებას მალე გააჟღერებს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ჩავიდა. მისი ვიზიტის მიზანი დაძაბულობის განმუხტვაა. დღესვე დე ფაქტო ცესკოს თავმჯდომარე თამაზ გოგიამ განაცხადა, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×