
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის სულ მცირე ორმა თანამშრომელმა სამსახური დატოვა და 13-წლიანი ტყუილისთვის ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ Guardian წერს.
გადაწყვეტილება მათ თეირანში საპროტესტო აქციების ფონზე მიიღეს, რომელიც მას შემდეგ გრძელდება, რაც ირანმა აღიარა, რომ უკრაინული ლაინერი "შეცდომით ჩამოაგდო".
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მოგვიანებით წაშალა.
"ძალიან რთული იყო დაჯერება, რომ ჩვენი ადამიანები მოკლეს. მაპატიეთ იმ 13 წლისთვის, რომლის განმავლობაში მე ვიტყუებოდი.
ანალოგიური განცხადებები კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმა გააკეთა, მათ შორის იყო ერთი ქალი, რომელიც ტელევიზიაში 21 წელზე მეტს მუშაობდა.
შეგახსენებთ, თეირანში 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ირანის 82 მოქალაქე იყო.
ირანმა აღიარა უკრაინული თვითმფრინავის "ბოინგ 737-ის" შემთხვევით ჩამოგდება, რომელზეც 176 ადამიანი იმყოფებოდა და ვერც ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ჰასან როჰანიმ ამ ფაქტს კატასტროფული შეცდომა უწოდა და ღრმა მწუხარება გამოთქვა.
თეირანში უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფაში რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს.