რეზონანსი
14.01.2020

42 წლის ლალა ცინდელიანი სოხუმიდან დევნილია. ლილოში, ყოფილი პოლიციის შენობაში 6 შვილთან ერთად ცხოვრობს. 3 წლის წინ მეუღლე სახლიდან გავიდა და მასზე არაფერი იციან.

42 წლის ლალა ცინდელიანი სოხუმიდან დევნილია. ლილოში, ყოფილი პოლიციის შენობაში 6 შვილთან ერთად ცხოვრობს. 3 წლის წინ მეუღლე სახლიდან გავიდა და მასზე არაფერი იციან.

ლალა სმენადაქვეითებულია და მუშაობას ვერ ახერხებს. ბაინდურაშვილების ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა და ის თანხა რასაც 13 წლის ნიკოლოზი ფიზიკური შრომით შოულობს.

"7 შვილი მყავს, უფროსი გათხოვილია, ყველა პატარა 4 წლის არის. სოხუმიდან ვარ დევნილი. სახელმწიფომ სახლი მომცა ვაზიანის დასახლებაში, იქ ჩემი ქალიშვილი ცხოვრობს. ჩვენ აქ დავრჩით, სკოლა 5 წუთის სავალზეა აქედან და ბავშვებს უადვილდებათ სიარული. მე სმენა დაქვეითებული ვარ. ადრე მაჩუქეს სმენის აპარატი მაგრამ გამიფუჭდა, ამის გამო ვეღარ ვახერხებ მუშაობას, მესამე თვეა სახლში ვარ. აქ რაღაცების გაკეთება შევძელით წლების განმავლობაში, თუმცა კი ხედავთ რა სიტუაციაა. გათბობა არის ყველაზე დიდი პრობლემა.

(ფოტოები გამოქვეყნებულია დედისა და ბავშვების თანხმობით)

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×