
ყოფილი მოდელი გვანცა დარასელია, უკვე 12 წელია, რაც "რუსთავი 2"-ის პოპულარული სახეა. ჯერ იყო დილის გადაცემა და შემდეგ "სხვა შუადღე." გავრცელდა ხმები, რომ გავნცა ახალ სატელევიზიო სეზონზე "კურიერის" წამყვანი გახდებოდა, როგორც თავად გვანცამ თქვა, ეს ჭორები არ ყოფილა და შეთავაზებები მართლაც მიიღო, მაგრამ აქვს მიზეზები, რის გამოც არ უნდა საინფორმაციო სამსახურში გადანაცვლება.
როგორც გვანცა დარასელია "სარკესთან" ამბობს, ესეთი შეთავაზება იყო და ეს პირველიც არ ყოფილა.
"ადრეც რამდენჯერმე შემომთავაზეს საინფორმაციო სამსახურში გადასვლა, მაგრამ ყოველ ჯერზე უარს ვამბობ. ის ფორმატი მირჩევნია, რომელიც მაძლევს ძალიან დიდ თავისუფლებას, ბევრად უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ პროფესიულად განვითარდე და მეტ შესაძლებლობას, რომ პროფესიულად განვვითარდე და მეტ ახლოს ვიყო მაყურებელთან. მოკლედ, ეს ყველაფერი ვერ დავთმე და ვერ მოვირგე ის ჩარჩოები, რომელიც საინფორმაციო გამოშვების წამყვანს აქვს" - ამბობს დარასელია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე