
ველისციხის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოანე მიტიჩაშვილი უკვე ნახევარი საუკუნეა მღვდელმსახურია.
91 წლის დეკანოზი ერთადერთი სასულიერო პირია ველისციხე-გურჯაანის ეპარქიაში, რომელიც საქართველოს ყოფილმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ეფრემ მეორემ აკურთხა. იგი სამ პატრიარქს მოესწრო.
მამა იოანემ ველისციხეში ნანგრევებად ქცეული ტაძარი საკუთარი ხელით აღადგინა. 80-იან წლებში ყოველ შაბათ-კვირას მეუღლესთან ერთად წირვა-ლოცვას ატარებდა, ტაძარში კი, თითქმის, არავინ დადიოდა.
მისი ძალისხმევით მრევლი წლებთან ერთად მატულობდა. ამის შესახებ ხანდაზმული მოძღვარი „გურჯაანის ტელევიზიასთან" საუბრობს.
„კაი, მოძღვარი ტკბილი უნდა იყოს, ხალხს ცუდს არ უნდა ეუბნებოდეს", - ამბობს უხუცესი მღვდელმსახური.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე