რეზონანსი
15.01.2020

ქართველმა საოპერო მომღერალმა სალომე ჯიქიამ მონაწილეობა მიიღო ცნობილი ამერიკელი რეჟისორის მარტინ სკორსეზეს ახალ დოკუმენტურ ფილმში „ორატორია" (The Oratorio). ამის შესახებ მომღერალმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

ფილმის პრემიერა იანვრის ბოლოს არის დაგეგმილი. ამერიკულ-იტალიური პროექტის ფარგლებში გადაღებები ნიუ-იორკში წმინდა პეტრეს ტაძარში 2019 წელს მიმდინარეობდა.

"მარტინ სკორსეზეს დოკუმენტური ფილმი რომელიც თვის ბოლოს გამოდის. მეც მქონდა პატივი მიმეღო ამ პროექტში მონაწილეობა კალიარის თეატრის მეშვეობით", - წერს ჯიქია.

სალომე ჯიქია 1986 წელს ზუგდიდში დაიბადა. თბილისის კონსერვატორია საფორტეპიანო განხრით 2010 წელს დაამთავრა. იმავე წელს დაიწყო ვოკალის სწავლა. 2013-2014 წლებში ვოკალური ხელოვნება რომში, სანტა ჩეჩილიას ეროვნულ აკადემიაში დახვეწა.

მარტინ სკორსეზეს ფილმი დიდი ხნის დავიწყებულ ისტორიაზე გვიამბობს, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ნიუ-იორკის კულტურული ლანდშაფტი: ესაა 200 წლის წინ ორატორია "პატარა იტალიის" გახსნა.

სკორსეზე იკვლევს საზოგადოების ჩამოყალიბებაში იმიგრანტების როლს - მათმა ხელოვნებამ და კულტურამ მთელ ერზე მოახდინა გავლენა. ფილმში ჩართულია მოთხრობები გამოჩენილი პიროვნებების შესახებ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×