ია აბულაშვილი
15.01.2020

 "თუ ოპოზიცია არ დათანხმდება ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება. ხელისუფლება ამაზე მეტს არ დათმობს" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი": არჩევნებამდე არც ისე დიდი დრო დარჩა, მაგრამ ჯერაც გაურკვეველია რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რადგან ოპოზიცია და ხელისუფლება მიუხედავად მრავლგზის შეხვედრებისა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ვერ თანხმდება.

იგორ კვესელავა: ჯერ კიდევ გასულ წელს გამოიკვეთა ოპოზიციის ლტოლვა დაბრუნებულიყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ მეთოდები, რომელიც ამისთვის გამოიყენეს, უშედეგოდ დასრულდა. პირველი მცდელობა იყო ზუგდიდში მერის არჩევნების დროს, სადაც მათი აზრით, უნდა გაემარჯვა სანდრა რულოვსს, შემდეგ ეს ტალღა წამოვიდოდა თბილისში პარლამენტთან და უნდოდათ 2003 წლის სცენარის გამეორება. იგივე განმეორდა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებითაც, ეს ორივე ბრძოლა ხელისუფლებამ მოიგო, თუმცა რამდენად მყარია ეს მოგება, სხვა საკითხია.

რაც შეეხება თავად არჩევნებს და სისტემას რიმლითაც უნდა ჩატარდეს მომვალი არჩევნები: თუ ოპოზიცია არ დათანხმდება ხელისუფლების შეთავაზებულ წინადადებას, მაშინ არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, ხელისუფლება ამაზე მეტს არ დათმობს და ოპოზიციაც მეტს ვერაფერს მიიღებს. ეს იქნება ურთულესი წელი, რომელიც შეიძლება მომავალ ქართული პოლიტიკის განმსაზღვრელი იყოს.

"რ": ვრცელდება ხმები, რომ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება "ოცნების" საპარლამენტო სიის პირველი ნომერი გახდეს...

ი.კ: არ ვიცი, ეს ჭორია თუ მართალი, მაგრამ ამაში გასაკვირი არაფერი არ არის და პირადად მე ველოდები მოვლენების ამ სცენარით განვითარებას. ივანივშვილს ალბათ აქვს თავისი გათვლები ხელისუფლებაში დარჩენასთან დაკავშირებით. ყველა გონიერი პოლიტიკოსი ამაზე ფიქრობს, თანაც ისე უნდა განვითარდეს მოვლენები, რომ მისი წასვლის შემთხვევაში ქვეყანა არ დაინგრეს. ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ თუ ეს აგრესიული ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში კოჰაბიტაცია ისევ იქნება?

ან ისეთი ძალა უნდა მოვდეს, მესამე ძალა, რომელიც შეძლებს გაუძღვეს ქვეყანას, მაგრამ ეს უფრო პერსპექტივაა ვიდრე რეალობა. დღეს ბიძინა ივანიშვილმა მომავალი არჩევნებისთვის უნდა იზრუნოს, განაახლოს თავისი პარტია, რადგან კადრების დეფიციტი აქვს, უნდა დაგვანხოს ახალი სახეები. შექმნას სრულიად ახალი პროგრამა, რადგან ლოზუნგების დრო აღარ არის, 20-25 წლის შემდეგ აშენდება ქვეყანაო. მას უნდა ჰქონდეს ოცნების" გამარჯვების გარანტია და არც იმას გამოვრიცხავ, რომ გახდეს პრემიერ მინისტრი. ანუ ბიძინას და მის პარტიას სჭირდებათ საქმე, ბიძინამ უნდა დაუჯეროს ქართველ ხალხს, ხალხმა კი ბიძინას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×