რეზონანსი
16.01.2020

გუშინ ჟურნალისტმა ბექა ქავთარაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  გლდანში დააკავეს ბებო, რომელიც თონეში ცომს ამფეტამინს ურევდა და მთელი უბანი თონის პურზე შესვა. მას მალევე ჰქონდა ათასობით ნახვა, კომენტარებიც არაერთგვარი გამოითქვა, ზოგმა იცინა, ზოგმა არ დაიჯერა, ზოგს ბებო შეეცოდა, ზოგმა ბებოსთვის გირაოს ფულის აგროვება დაიწყო. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ გავრცელებული ინფორმაციას ტყული იყო.  "ალია" დაუკავშირდა პოსტის ავტორს ჟურნალისტი ბექა ქავთარაძეს:

"მიშა მშვილდაძის გადაცემაში მოვისმინე ეს ხუმრობა და მცირედი სახეცვლილებით, ინსპირაციით გადმოვიტანე, არც მიფიქრია, რომ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა.

არც ვიცოდი, ვმუშაობდი, ტელეფონისთვის არ დამიხედავს, არც ფეისბუქი გამიხსნია, როცა დავხედე, დამხვდა უამრავი ზარი და მესიჯი, ყველას აინტერესებდა ერთი, ვინ იყო ბებო და მართლა ზელდა თუ არა ამფეტამინით ცომს. ბოლო დროს ისედაც ნაკლებად ვწერ, მაგრამ სერიოზულ თემებზე როცა ვსაუბრობ, მაშინ არა აქვს ასეთი გამოხმაურება", - განაცხადა ბექა ქავთარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×