რეზონანსი
16.01.2020

უკვე რამდენი წელია, რაც ყველაზე არადისციპლინირებულ და საშიშ მძღოლთა სიაში იტალიელები ლიდერობენ.  პიცის სამშობლოს შემდეგ მეორე ადგილს არანაკლებ მზიანი საბერძნეთი იკავებს. მესამეს კი, რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, პოლონეთი. ამ ქვეყნების წარმომადგენელ მძღოლებს ყურადღება ყველაზე მარტივად ეფანტებათ. ასევე ყველაზე აგრესიულები და არადისციპლინირებულები არიან.

ყველაზე რადიკალური ცვლილება შვედმა მძღოლებმა განიცადეს. ზუსტად ერთ წელიწადში ყველაზე მეგობრული მძღოლები ყველაზე აგრესიულებად გადაიქცნენ. თუ რამ გამოიწვია ასეთი მეტამორფოზა გაურკვეველია. ცუდი მძღოლების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ფრანგები არიან.

ყველაზე წყნარ და ყურადღებიან მძღოლებად კი ესპანელები აღიარეს. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი მძღოლების 56% 25 წელზე უმცროსია, საგზაო მოძრაობის სხვა წევრებს ისინი ნაკლებად აწუხებენ. ამ ქვეყანაში ავტომობილის მართვის კულტურა მაღალ დონეზეა განვითარებული.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი მძღოლები არადისციპლინირებულთა შორის საერთოდ არ მოხვდნენ. არადა, ქართველი მძღოლების თავხდობაზე ლამის ლეგენდებიც კი შეიქმნა. როგორც ჩანს, მოწესრიგებული ევროპელები ქართველებზე მეტად არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს და არც დიდი ყურადღებით გამოირჩევნიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×