რეზონანსი
16.01.2020

(რეზონანსი) ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ბაკურიანში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება, რა დროსაც საპარლამენტო მრავლესობის დეპუტატ ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა "ლელო"-ს აქტივისტმა და მას მონა ეძახა.

"ახლა დავრწმუნდი, რომ ზაქარია ქუცნაშვილის მეუღლე აბსოლუტურად მართალი იყო, იმ კეკელკა ბიჭუნას პადლეცი რომ აარტყა. დიახ, მართალი იყო! ოხანაშვილი 2, 4 და 6 წლის ბავშვებთან ერთად ვახშმობდა და ამ გარეწარმა სწორედ მაშინ მოინდომა ანგარიშსწორება და "ლელოს გატანა". როგორი უზნეო უნდა იყოს ადამიანი, რომ საზოგადოებისთვის ამ საქციელით გახდეს ცნობილი."- წერს ბონდო მძინარაშვილი.

ზაქარია ქუცნაშვილსა და მის მეუღლეს მსგავსი ინციდენტ მოუხდათ 2019 წლის 13 სექტემბერს, როდესაც მოძრაობა "სირცხვილია"-ს აქტივისტმა მას გავრილოვის მონა უწოდა, რა დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ქუცნაშვილის მეუღლე მას ფიზიკურად გაუსწორდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×