
(რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილს არასოდეს შეუწყვეტია ქველმოქმედება, - ამის შესახებ განცხადებას სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი აკეთებს.
„ივანიშვილს არასოდეს შეუწყვეტია ქველმოქმედება. სახელმწიფო სტრუქტურების დაფინანსება მაშინ შეწყვიტა, როცა დაინახა ძალოვანი სტრუქტურები იქცეოდნენ ცუდად, მაშინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ქველმოქმედება არ შეუწყვეტია. მე ჩემ თავზე გამომიცდია, ჩემს ოჯახზე და ვიცი. მას ქველმოქმედება ქვეყნის წინაშე არასოდეს შეუწყვეტია.
მე ვარ 1991 წლის სტიქიით დაზარალებული ოჯახიდან, ერთ-ერთი ვიყავი, რომელსაც ივანიშვილმა აუშენა სახლი საჩხერეში, ასობით ადამიანს აუშენა სახლი. ალბათ საჩხერეში ნამყოფიც ხარ, მაგრამ რომ დაიარო საჩხერე და იკითხო, ვინ არის ივანიშვილი, ყველაზე კარგად იქ აგიხსნიან. საჩხერლებს თავი დაანებე, რაც დღეს კეთდება ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს" ფონდით, სასწაული მასშტაბით. ჩავიდეთ აბასთუმანში, მეგობრები მირეკავენ, სასწაული აღმშენებლობა მიმდინარეობს, ასევე წყალტუბოში. - განაცხადა კუჭაშვილმა „ალიასთან".
კუჭაშვილი განცხადებით, არსებობს იმის საფრთხე, რომ „ხელისუფლებაში დაბრუნდეს ძალიან ბოროტი და პრორუსული ძალა".
„მე კარგად იცი ვისაც მხარს დავუჭერ, ვიქნები „ქართული ოცნების" მხარდამჭერი მინიმუმ ერთი წელი, ზუსტად ვიცი, რომ არსებობს საფრთხე ხელისუფლებაში დაბრუნდეს ძალიან ბოროტი, ძალიან პრორუსული და ძალიან ცუდი ძალა და ამიტომ ვიქნები „ქართული ოცნების" მხარდამჭერი", - განაცხადა კუჭაშვილმა „ალიასთან".
კითხვაზე, თუ ვის გულისხმობდა პრორუსულ ძალაში, კუჭაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას".
„მე პირადად და ჩემი მეგობრები, ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე, ყველაფერს გავაკეთებთ მთელი ეს წელი, რომ „ნაცმოძრაობას" კოვზი ჩავუგდოთ ნაცარში", - დასძინა საქმოქალაქო აქტივისტმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე