
"დარწმუებული ვარ, რომ ახალი ელჩი არ გადააბიჯებს იმ ჩვეულ საზღვრებს და არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში" - ასე ეხმაურება ექსპერტი პეტრე მამრაძე აშშ-ს სენატის გადაწყვეტილებას საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დენანის დანიშვნას.
სენატის გადაწყვტილებით, საქართველოში აშშ-ს ელჩად პროფესიით ჟურნალისტი კელი დენანი დაინიშნა. საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც იან კელის უფლებამოსილების ვადა ამოიწურა და 2 წელიწადზე მეტხანს იყო თავისუფალი. ელჩის მოვალეობას იან კელის მოადგილე ელიზაბედ რუდი ასრულებდა.
კელი დენანი საქართველოში ელჩად დანიშვნამდე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს საზღვაო ძალების პოლიტიკური მრჩეველი იყო. მას 25-წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. იგი იკავებდა დიპომატიურ თანამდებობას თურქეთში, კოსოვოში, ავღანეთსა და იტალიაში. ასევე იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური მრჩეველი. ფლობს იტალიურ, ფრანგულ და თურქულ ენებს.
"აქამდე ეს თანამდებობა ვაკანტური იყო, მაგრამ საელჩოს მუშაობა არ შეუნელებია, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი საქმეს თავს შესანიშნავად ართმევდა. დიპლომატიურ წრეებში კელი დენანს ახასიათებენ, როგორც პროფესიონალს. აშშ-ს საელჩო და ახალი ელჩი, რა თქმა უნდა ტრადიციულად ყურადღებას მიაქცევენ ადამიანის უფლებების დაცვას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას; მასმედიის თავისუფლებას და მრავალ სხვა საკითხებს. რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს და ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ პრობლემებს, აქ შეიძლება სათანადო განცხადებები გაკეთდეს, მაგრამ საქმე განცხადებებით შემოიფარგლება-ხოლმე. საელჩოს წარმომადგენლები და ახალი ელჩი კვლავ შეხვდებიან სახელისუფლებო თუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და მოუწოდებენ დიალოგისკენ. დარწმუნებუი ვარ, აშშ-ს საელჩო და ახალი ელჩი არ გადააბიჯებენ იმ ჩვეულ საზღვრებს, არ ჩაერევინა საქართველოს შიდა საქმეებში.
რატომღაც ჩვენში ტრდიციულად ძალიან აჭარბებენ აშშ-ს ადმიანისტრაციის და შესაბამისად აშშ-ს საელჩოს მოქმედების მნიშვნელობას. ზიგიერთები ლამის ყველაფერს აბრალებენ რაც საქართველოში ხდება ვაშინგტონს. ამბობენ, ადრე კრემლი წყვეტდა ყველაფერს ახლა ვაშინგტონიო, მაგრამ ამას სინამდვილესთან არანაირი კავშირი არა აქვს, რადგან ვაშინგტონი და შესაბისად აშშ საელჩო საერთოდ არ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. ისე, ეს ჭარბი შეფასება და მოლოდინი ოპოზიციის ნაწილსაც ეხება" - განცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.