ია აბულაშვილი
21.01.2020

„სიტყვა არ გამიტეხია. ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ მე ან ჩემი პარტიის რომელიმე წევრს მონაწილეობა მიეღო ამ შეხვედრებში, მითუმეტეს მოლაპარკების მაგიდასთან დავმსხდარიყავით იმ განცხადების შემდეგ, რომელიც გავაკეთე. მე განვაცხადე, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემის გარდა სხვა პოლიტიკურ თემებზე სასაუბროდ რუსული ვექტორის პარტიებთან არ დავჯდებოდი და ამას ვასრულებ" - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებას, რომ თაკო ჩარკვიანს არ დაუტოვებია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკების ფორმატი და ის შეხვედრებში მონაწილოებას აგრძელებს.

„კარგია, თუ ინტერესს იწვევს ჩემი მისვლა-მოსვლა, მაგრამ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა იმ განცხადების შემდეგ, რომელიც მე გავაკეთე - რომ გარდა პროპორციული სისტემისა, სხვა პოლიტიკურ თემებზე სასაუბროდ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავჯებოდი დაბალი რეიტინგის რუსული ვექტორის პარტიებთან.

„ამ პირობას ვასრულებ, მე სიტყვა არ გამიტეხია. თუ გაგრძლდება მოლაპარაკებები პროპორიუცლ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით - მივალ, იქნება აქციები ან პიკეტირება ამ თემის ირგვლივ - მივიღებ მონაწილოებას. სხვა პოლიტიკურ თემებზე საუბარს კი უკვე გაცხადებულ პუტინთან არ ვაპირებ.

„სხვა რა თემებზე ვილაპარაკო, მითხარით, შეხვედრებზე ვინ „შანელის" პიჯაკით მოვა თუ „პიერ კარდენის", ან რომელი სილამაზის სალონიდან?! ჩემი პოზიციაა, რომ არ მოხდეს რბილი ძალის რეაბილიტაცია და გაძლიერება, რომლითაც რუსეთი მუდამ ებრძვის საქართველოს. მე პირადად ამას არ დავუშვებ", - განაცხადა „რეზონანსთან" თაკო ჩარკვიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×