ელზა პაპოშვილი
21.01.2020

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ომბუდსმენის მიერ მის მოხსენებაში წარმოდგენილი ფაქტები პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურების არსებობის სიმართლეს არ შეესაბამება. მისი განცხადებით, სახელმწიფო სახალხო დამცველის აზრს მაშინ ითვალისწინებს, როდესაც საუბარი რეალურ პრობლემებზეა.

„მგონია, რომ ის, რაზეც იყო ძირითადად აგებული სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში, მეტწილად სიმართლეს არ  შეესაბამებოდა, განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სუბკულტურაზე, რომელიც თითქოს მართავს ციხეებს. ეს ასე ნამდვილად ასე  არ არის. 

„პარლამენტში ომბუდსმენის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების 84% გავითვალისწინეთ. თუმცა ეს რეალურ პრობლემებს უნდა ეხებოდეს და ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ ციხეებში ასეთი საგანგაშო მდგომარეობა არ არის“, - განაცხადა სოფო კილაძემ „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×