თამთა ჩაჩანიძე
21.01.2020

 „ჩვენთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრი ფასეულია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არაა ფასეული ის აზრი, რომელიც კოპირებული გადმოცემა ოპონენტების და ოპოზიციური სპექტრის აზრისა," ასე აფასებს „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე ევროპარლამენტის სხდომაზე ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი მწვავე განცხადებებს, სადაც რეინტეგრაციის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავაც ესწრებიან.

კობალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარის კრიტიკა საარცევნო სისტემის ჩაგდების უკან ბიძინა ივანიშვილის არსებობაზე, უსაფუძვლოა.

„ჩვენთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრი ფასეულია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არაა ფასეული ის აზრი, რომელიც კოპირებული გადმოცემაა ოპონენტების და ოპოზიციური სპექტრის აზრისა.

ბიძინა ივანიშვილი რა შუაშია საარჩევნო თემატიკასთან მიმართებაში, როდესაც აბსოლუტურმა საკონსტიტუციო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა იმ საარჩევნო ინიციატივას და ცვლილებას, რომელიც იყო.

„ჩვენ ნუ გავაიგივებთ კონკრეტული პირების აზრს კონკრეტულ სტრატეგიასთან და ხედვასთან. ჩვენ ამ ეტაპზე ვსაუბრობთ და გვინდა წარმოვაჩინოთ ცალკეული პირების კონკრეტული პოზიცია იმ ხედვებით, რომ თურმე საქართველოს ქვეყანა თავზე ენგრევა, როდესაც იგივე ტრიბუნიდან ჩვენ არცთუ იშვიათად გაგვიგია ვიღაცეებისთვის მიუღებელი ხალხის ქება-დიდება.

„მე ასე ვაფასებ, რომ ეს კონკრეტული პირების პოიზიციაა, როდესაც ამ პირების ურთიერთობაში, მოღვაწეობაში, ბიოგრაფიაში საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს არათუ მხოლოდ მეგობრობა, არამედ ლობირება აწ უკვე დისკრედიტირებული პოლიტიკური ძალისა", - განაცხადა კობალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×