დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი პოლიტიკური კარიერა საქართველოს უახლოეს ისტორიას, კერძოდ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდს უკავშირდება. თენგიზ სიგუა 1990 წლის 15 ნოემბრიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ დროებით ასრულებდა პრემიერ-მინისტრის მოვალეობას; 1992 წლის 8 ნოემებრს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა; 1993 წლის 5 აგვისტოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.
თენგიზს სიგუა 1991-92 წლების თბილისის ომის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო. ამ ომის შედეგად ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა ასზე მეტი ადამიანი, მთლიანად დაინგრა რუსთაველის გამზირი და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები, მათ შორის პარლამენტი და თბილისი კლასიკური გიმნაზია. ამას მოჰყვა ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეების იძულებით ქვეყნის დატოვება, შემდეგომ საპროტესტო აქციების დარბევა და გამსახურდიას მომხრეების დევნა დედქალაქსა თუ რეგიონებში.
აყველფერი კი ასე დაიწყო, საქართველო საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკებს შორის აღმოჩნდა, რომელებმაც პირველებმა გადადგს ნაბიჯი დამოუკიდებელობისკენ. ამ პროცესს ხელი შეუწყო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებმა, როდესაც საბჭოთა ჯარებმა სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი მანიფესტაცია. საბჭოთა საქართველოს არსებობას კი წერტილი დაუსვა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებმა, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა პოლიტიკური გაერიანება "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო" ზვიად გამსახურდიას მეთაურობით. 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, საქართველომ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. იმავე წლის 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 1991 წლის 26 მაისს საქართველოში გაიმართა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ხმების 87%-ი მოიპოვა ზვიად გამსახურდიამ და იგი გახდა დამოუკიდებლი საქართველოს პირველი პრეზიდენტი.
1991 წლის მეორე ნახევარში ზვიად გამსახურდიას მთავრობის წინააღმდეგ დაიწყო საპროტეტსო აქციები, მისი მომხრეების ნაწილი ოპოზიციაში აღმოჩნდა, მათ შორის პრემიერი თენგიზ სიგუა და თავდაცვსი მინისტრი თენგიზ კიტოვანი. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თენგიზ სიგუა თანამდებობიდან გადადგა. პრეზიდენტ გამსახურდიამ ე.წ. გეკაჩეპეს პუტჩის დროს გააუქმა ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა, ეროვნულ გვარდიას შინაგანი ჯარის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარა. მაშინ სარდალი თენგიზ კიტოვანი იყო, რომელიც გამსახურდიას არ დაემორჩილა და გვარდიის ერთი ნაწილი მისი ხელმძღვანელობით ჯერ რკონის ხეობაში, შემდეგ კი თბილისის ზღვასთან დაბანაკდა.
დაპირისპირებულმა მახრეებმა მოლაპარაკება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ოპოზიცია თენგიზ სიგუასთან ერთად სასტუმრო "თბილისში" გამაგრდა. 22 დეკემბერს დილის 8 საათზე რუსთაველის გამზირზე სროლა გაისმა. თენგიზ კიტოვანმა რამდენიმე შენობა დაიკავა, ზვიად გამსახურდიმ თავი პარლამენტის ბუნკერს შეაფარა. ამ დროს თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ციხიდან გამოუშვეს ჯაბა იოსელიანი, რომელმაც შეირაღებული არაფორმალური ფორმირება "მხედრიონი" შექმნა და გამსახურდიას დამხობაში მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა. შემორჩენილია კადრები სადაც სატელეფონო საუბარი გაიმართა თენგიზ სიგუასა და გამსახურდიას შორის 22 დეკემბერს, სასტუმრო "თბილისდან" პარლამენტის ბუნკერში: "ახლა თქვენი ერთადერთი ხსნა არის, რომ ასწიოთ თეთრი დროშა და ჩაგვბარდეთ, თუ არადა ამოგბუგავენ მანდ. თქვენ კარგა ხანია უნდა გადამდგარიყავით, თქვენი შეცოდება აღარ იქნება".
1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდია თავის მომხრეებთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო. ქვეყნის მმართველობა "სამხედრო საბჭოს" ხელში გადავიდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ყოფლი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი და "მხედრიონის" ლიდერი ჯაბა იოსელიანი. 1992 წლის მარტში მოსკოვიდან საქართველოში ჩამოდის ედუარდ შევარდნაძე, რომელიც სათავეში ჩაუდგა "სამხედრო საბჭოს". წლების შემდეგ, ზვიად გამსახურდიას მკველობასთან დაკავშირებით შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე თენგიზ სიგუამ განაცხადა, რომ ზვიად გამახურდიას პარლამენტიდან გასვლის საშუალება კიტოვანმა მისცა, რომლის ბრძანებითაც გაიხსნა დერეფანი. რომ არა კიტოვანის გადაწყვეტილება გამსახურდია პარლამენტის შენობიდნ ვერ გავიდოდა, გასვლის შემდეგ მას ნებისმიერ მომენტში დაიჭერდნენ.