რეზონანსი
23.01.2020

მას მერე, რაც დედა გახდა, ნუკი კოშკელიშვილი საკმაოდ აქტიურად წერს თავის ინსტაგრამზე დედობის სირთულეების, წონასთან დაკავშირებული პრობლემების და სხვა, დედებისთვის აქტუალურ თემებზე.

"ყოველთვის მეგონა, მცირედი ცვლილება იყო მშობიარობის შემდეგ მოსალოდნელი, თურმე სად ბანაობ?! წელი გაქრა, კანი ჩამოიწელა, მკერდი დაპატარავდა, კბილები დამცვივდა, თმა შემითხელდა, კიდევ რა? გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ახლოსაც ვერ მოვა იმ ბედნიერებასთან, რაც ორსულობას მოhყვება. უბრალოდ, ცოტა უსამართლობაა, ჩვენ რომ ასე ვიცვლებით და მამაკაცები არა... (მაგისიც ხომ არის ეს შვილი).

როგორ ფიქრობთ, არის შანსი, დაიბრუნო ფორმები გაჩენის შემდეგ? თუ უნდა შეეგუო მოცემულობას? გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება", - წერს ნუკი კოშკელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×