
(რეზონანსი) მამა პატრე კოლხი ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ეკლესიის, ერის ყველაზე დაუძინებელი მტრები, საკუთარი ტახტის, წოდების და თანამდებობის შენარჩუნების მიზნით, მლიქვნელები და ფარისევლები არიან.
სწორედ ისინი დგანან ქაოსის, შფოთის, მუდმივი დაბნეულობების მიღმა. სწორედ მათ კისერზეა ათასი ცილისმწამებლური, უსიყვარულო, უშინაარსო განცხადებების კასკადი. სწორედ ისინი იქცევიან პილატე პონტოელის მსგავსად.
თავიანი დაზეპირებული ქადაგებების, დამახინჯებული ასკეტიზმის, ისტერიკამდე მისული მოსაგრეობის ფონზე, გული ღვარძლით, სნობიზმით, ფსევდოქრისტიანობით აქვთ სავსე.
არაკაცობა და ქრისტესთვის თავდადება ერთმანეთის წინააღმდეგია. ჯერ კაცი უნდა იყო, მერე მღვდელი, მერე ეპისკოპოსი, მერე ყველაფერი სხვა დანარჩენი. მხდალი და მშიშარა, საკუთარ სკამს მიკერებული ვერ იქნება ქრისტიანობის მაგალითი. ის მხოლოდ იმას გვასწავლის, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი!", - წერს პეტრე კოლხი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე