ია აბულაშვილი
25.01.2020

 „კრიტიკულ წერილებს, რომელიც ხელისუფლებამ აშშ-ის კონგრესმენებისგან მიიღო, პასუხი აუცილებლად გაეცემა, მაგრამ რა ფორმით - ვერ გეტყვით. ამაზე მსჯელობა უმრავლსეობაში არ ყოფილა და არც ფრაქციის სხდომა ჩატარებულა", - განაცხადა „რეზონანსთან" „ოცნების" დეპუტატმა რევაზ არველაძემ.

კონგრესმენების კრიტიკული წერილები, რომლის ადრესატიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა, ოპოზიციის მტკიცებით, სერიოზული გაფრთხილებაა ხელისუფლებისთვის. თავის მხრივ მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ყველა შენიშვნას მყარი არგუმენტებით გაეცემა პასუხი.

„საარჩევნო წელი დაიწყო და რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გახშირდება ასეთი მცდელობები - ცრუ ინფორმაციები მიაწოდონ იქნება, ეს ევროპარლამენტი თუ აშშ-ის კონგრესი. რა ფორმით მოხდება რეაგირება ამ შენიშვნებზე მმართველი გუნდის მხრიდან, ვერ გეტყვით, უმრავლესობაში ამაზე მსჯელობა არ გამართულა და არც ფრაქციის სხდომა ჩატარებულა.

„შეიძლება კერძო ფორმატში იყო შეხვედრა, სადაც იმსჯელეს ამ წერილებთან დაკავშირებით და იმაზეც, რა ფორმით მოხდეს რეაგირება. ჩემი აზრით, ალბათ ისევ წერილობით გაეცემა პასუხი და მოყვანილი იქნება მყარი არგმუნეტები, ან შეიძლება სულაც დელეგაცია გაემგზავროს აშშ-ის კონგრესში", - განაცხადა „რეზონანსთან" რევაზ არველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×