რეზონანსი
25.01.2020

ტელეწამყვანმა ია ფარულავამ თავის გადაცემაში, სადაც სტუმრად მუსიკოსი და იუმორისტი ხვიჩა მაღლაკელიძე იმყოფებოდა, იმ უსიამოვნო ჭორზე ისაუბრა, რომელიც როგორც აღმოჩნდა, მას წლების წინ გაუვრცელეს. ჭორი კი მას და ბადრი პატარკაციშვილს ეხებოდა.

ხვიჩა მაღლაკელიძემ ის პერიოდი გაიხსენა როცა, თბილისში ახლად ჩამოსული ერთ-ერთ რესტორანში უკრავდა, სადაც ბადრი პატარაკაციშვილი მოხვდა და მუსიკოსის შესრულებით აღფრთოვანების შემდეგ მასთან მუშაობა შესთავაზა, მაღლაკელიძე დათანხმდა და მას შემდეგ შვიდი წლის განმავლობაში მასთან მუშაობდა და მის ოჯახში დიდ დროს ატარებდა.

მსახიობმა ის ჭორი გაიხსენა და მის გამომწვევ მიზეზზეც ისაუბრა:

"ხალხმა ძაან ცუდი ჭორი დამიყარა მე, იცი? მე დამიყარეს ჭორი, ვითომ ამ კაცის საყვარელი ვიყავი. იმ პერიოდში "არტ იმედი" რომ ჩამოყალიბდა და მაღალი ხელფასები დაურიგეს ზოგიერთ მომღერალს. მე მანქანას ვყიდულობდი და ნახევარი თანხა დამიმატეს, რომ "არტ იმედის" არტისტი ვიყავი და აქედან ხალხმა გამოიგონა და მისმა მეუღლემაც კი მითხრა, მე ასეთი ჭორი გავიგეო და მე ვიცი, რომ ეს ჭორიაო. ისე შევრცხვი, ისე შევრცხვი... პირველად ვიყავი მათ ოჯახში მისული და სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. ასეა, სახელი რომ გაგიტყდება ადამიანს", - განაცხადა ია ფარულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×